პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს და განსაზღვრავს “Paws.ge”-სთვის თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღების და დამუშავების წესს. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით, თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული თქვენთვის ხელმისაწვდომია, გასაგები, და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები Paws.ge-ზე (შემდგომში “ჩვენ”/”კომპანია”) ნიშნავს “შპს თათები ჯი” (ს/კ 405679412). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს, ვაწესებთ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადას, და უზრუნველვყოფთ იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას.
თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება ჩვენ ვებ-გვერდზე შემდეგი მოქმედებების განხორციელებისას:
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, რომელთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
პერსონალური (იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი) ინფორმაცია:
მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენ მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით სარგებლობისას, თქვენი შეკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენ შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა:
• ნებაყოფლობითი ინფორმაცია: ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგალითად, როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენ მიერ ჩვენი ვებ გვერდის მომსახურების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად კომუნიკაცია ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან ან/და სხვა მომხმარებელთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
• ავტორიზაციის ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია: სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგალითად, თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა; რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას; შესვლის დრო; ვებგვერდის დომენის სახელი; საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს; ა.შ.).
• ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ: თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და აღკვეთაა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პლატფორმასთან ერთად, და გამოვავლინოთ ხომ არ იყენებთ ისეთი სახის აპლიკაციას, რომელიც დაკავშირებულია თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, AI, ა.შ.) ან შევამოწმოთ თუ რომელ კავშირს იყენებთ VPN-ს თუ Proxy-ს.
• ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები, ა.შ. ინფორმაციის შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.
არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია:
ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დე-იდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დე-იდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.
ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის:
მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ომსახურებით ხარისხიანად გასაზრდელად.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, კომპანია ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. აღნიშნული მიზნის მიღწევისას, თქვენ შესახებ იდენტიფიცირებული ან/და იდენტიფიცირებადი ინფორმაცია შეინახება წინამდებარე პოლიტიკის და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესით, დაწესებული ვადების დაცვით.დე-იდენტიფიცირებული მონაცემების შენახვა ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ ვებ-აპლიკაციის სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის აღსაკვეთად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში შეიძლება განპირობებული იყოს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაში ცვლილებებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე პოლიტიკაში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი, როგორც მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
თქვენ მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.