გამოყენების წესები

• წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და Paws.ge-ს/შპს “თათებიჯი” – (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მხოლოდ Paws.ge-ს ვებ-გვერდის და მისი აპლიკაციის გამოყენებას. გამოყენებას. ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც Paws.ge-ს პლატფორმა;

• პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება ვებ-გვერდზე განთავსებული “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით” განსაზღვრული წესით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

• Paws.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით Paws.ge-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას;

• ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას Paws.ge-ს მიერ გამართულ პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით მიიღოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი მომსახურების რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება:

• მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება Paws.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ანგარიშის დახურვა;

• გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;

• ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს Paws.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. Paws.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის შინაარსიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1. ანგარიში – მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პირადი ანგარიში;

1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.1.4. ვებ-გვერდი – ნიშნავს Paws.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.1.5. მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს Paws.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია;

1.1.6. კომპანია, შპს თათებიჯი/Paws.ge, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (რეგისტრირებული 2024 წ. საიდენტიფიკაციო №405679412, იურიდიული მისამართი: შარტავას 35/37, 66

1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს Paws.ge ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;

1.1.8. მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს;

1.1.9. Paws.ge პლატფორმა – Paws.ge-ს მიერ გამართული პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს Paws.ge-ს ვებ-გვერდს;

1.1.10. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;

1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები – Paws.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს Paws.ge-ს მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;

1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც Paws.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

1.1.13. ხელშეკრულება – მომხმარებელსა და Paws.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, და დანართებს ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1.1.14 სააბონენტო გადასახადი – Paws.ge-ს მიერ ცალკეული მომსახურებისათვის კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახდელი (თანხა);

1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელირებელი ადასტურებს, რომ:

2.1 არის 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;

2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს Paws.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული Paws.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ Paws.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, Paws.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს Paws.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. Paws.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია Paws.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

3. Paws.ge-ს სრული მომსახურებით სარგებლობისათვის

3.1 მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე Paws.ge;

3.2 რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;

3.3 რეგისტრაციის ან/და მომსახურების შეძენის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება Paws.ge-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ველი უკვე მონიშნული იყოს, მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნის და პროცესის გამარტივების მიზნით;

3.4 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ვებ-გვერდზე შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურება;

3.5 მომსახურების შეძენისთვის, მომხმარებელისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი ინფორმაცია: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ა.შ.

3.6. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;

4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

4.1. მომხმარებლის სახელი – მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი;

4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელირებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისას, Paws.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ;

4.3. მომხმარებლის პირადი ნომერი – საიდენტიფიკაციო ნომერი;

4.4. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;

4.5. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია

5.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული მომსახურებით სარგებლობისათვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);

5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

6. მომხმარებელის მიერ სასურველი მომსახურების შეძენა

6.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და მომსახურების შეძენა, საიტზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

6.2. ვებ-გვერდზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი მომსახურების კატეგორიას.

6.3. მომსახურების შეძენა მოხმარებელს შეუძლია განახორციელოს ორი განსხვავებული სტანდარტული და სწრაფი მეთოდით (შემდგომში „სწრაფი მეთოდი“ ან „სტანდარტული მეთოდი“):

6.4. ერთი მეთოდით შეძენისას:

6.4.1. მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.

6.4.2. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ: მიწოდების, განვადების ფასნამატის) საფასური და განახორციელოს შეკვეთის განთავსება.

6.5. მეორე მეთოდით შეძენისას:

6.5.1. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს და ირჩევს „სწრაფი შეძენის“ ღილაკს.

6.5.2. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა დამატებითი ფანჯარა, სადაც ირჩევს გადახდის მეთოდს. პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში გადამისამართდება შესყიდვის გვერდზე, სადაც პროცესს აგრძელებს სტანდარტული მეთოდის შესაბამისად. გადახდის სხვა მეთოდების არჩევის შემთხვევაში ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას და აფიქსირებს შეკვეთას. რის შემდეგ, დამატებითი აუცილებელი ინფორმაციის შევსების მიზნით, მას დაუკავშირდება კომპანიის

6.6. მომხმარებელი Paws.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვიდან თბილისიში 1-2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.7. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის უფლებით, თანდართული დაბრუნების/ შეცვლის პოლიტიკის მიხედვით (მუხლი # 8 და 9).

6.8. შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, რომელთა არჩევაც მომხმარებელს შეუძლია შესყიდვის გვერდზე.

6.9 გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:

6.10 შესყიდვის გვერდზე არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს პლასტიკური ბარათის და ონლაინ ტრანზაქციის ან საბანკო გადარიცხვის გზით.

7. ანგარიშსწორება Paws.ge-სა და მომხმარებელს შორის

7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

7.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.

7.3 მომხმარებელის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული მომსახურების ღირებულება სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7.4 მომხმარებელი Paws.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე Paws.ge.

7.5 ისეთი მომსახურების შეძენისას, რომელიც ითვალისწინებს მომსახურებით სარგებლობას კონკრეტული პერიოდის ფარგლებში, მომხმარებელს ეკისრება სააბონენტო გადასახადის გადახდა.

7.6 სააბონენტო გადასახადის დაანგარიშება და გადახდა ხორციელდება ინდივიდუალური მომსახურებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

7.7 მომხმარებლის მიერ Paws.ge-ზე შემოთავაზებული მომსახურების შეძენა წარმოადგენს ჩვენი პლატფორმის საქმიანობის მხარდაჭერას. მიღებული შემოწირულობები არ ექვემდებარება დაბრუნების და ანაზღაურების პირობებს.